ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა, რომელიც ინგლისური კლუბის საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით ამ სეზონს ვალენსიაში ატარებს.
"ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ თუ ლივერპულში თამაში გინდა და ამ კლუბში მოდიხარ, კარგად უნდა იცოდე, რომ წინ დიდი კონკურენცია გელოდება და ამ ფაქტს უნდა შეეგუო.
თუ არ გსურს კონკურენციის წინაშე დგომა, მაშინ ეს ლიგა არ არის შენთვის საუკეთესო ადგილი", - განაცხადა სლოტმა.