"თუ ამას თვალს არ გაუსწორებს, მაშინ.." - რა თქვა სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"თუ ამას თვალს არ გაუსწორებს, მაშინ.." - რა თქვა სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე

"თუ ამას თვალს არ გაუსწორებს, მაშინ.." - რა თქვა სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე
8-03-2025, 18:55
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულში ალისონ ბეკერი შესანიშნავად გამოიყურება და ყველა იმაზე საუბრობს, რომ გუნდმა ბრაზილიელი კიპერი უნდა შეინარჩუნოს, პარალელურად კი ახალი სეზონიდან კლუბს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა გუნდის მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს დაუსვეს, რომელმაც მკაცრად აღნიშნა, რომ ლივერპულში კონკურენციისთვის ნებისმიერი მოთამაშე უნდა იყოს მზად.

ის ჩვენ გვეკუთვნის, თუმცა ჯერ კიდევ ვალენსიაში თამაშობს, რის გამოც გიორგიზე ბევრს არ ვისაუბრებ. ერთი ისაა, რომ ლივერპულში კონკურენციაა და ამასთან თვალის გასწორება ყველას მოუწევს. თუ ამის აღიარება არ გინდა, მაშინ ლივერპული შენთვის საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ არის.

- თქვა სლოტმა.

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალ სეზონში გიორგის ალისონთან დიდ კონკურენციაში ყოფნა მოუწევს, რადგან თუ ბრაზილიელმა წასვლა თავად არ ისურვა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბმა ის საკუთარი ინიციატივით დათმოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი