ლივერპულის მეკარე გიორგი მამარდაშვილის, რომელიც იჯარის წესით ვალენსიაში თამაშობს საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა და ამას თვითონაც ხვდება.
"ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სირთულეები უფრო ძლიერს მხდის.
მთელ ძალისხმევას ვდებ, რომ საუკეთესო ფორმას მალე დავუბრუნდე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - განაცხადა მამარდამ.
ცნობისთვის, 27 ტურის შემდეგ მამარდაშვილის ვალენსია 27 ქულით მე-16 პოზიციაკს იკავებს და გასავარდნ ზონას სულ რაღაც 1 ქულა აშორებს.