"პირველი საშინაო მატჩისთვის ვემზადებით" - რას ამბობს ბიორნ იონსენი » სპორტის ხაზი

"პირველი საშინაო მატჩისთვის ვემზადებით" - რას ამბობს ბიორნ იონსენი

"პირველი საშინაო მატჩისთვის ვემზადებით" - რას ამბობს ბიორნ იონსენი
8-03-2025, 21:13
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედომ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ერთი გამარჯვებით და ერთი მარცხით გახსნა. აღნიშნული ორი თამაშიდან ქუთათურებმა ორივე გასვლაზე ითამაშეს.

ტორპედო ახალი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას თელავის წინააღმდეგ ხვალ ჩაატარებს, იქამდე კი ამავე გუნდის ნორვეგიელი ფორვარდის, ბიორნ იონსენის კომენტარს გთავაზობთ.

სეზონის პირველი საშინაო მატჩისთვის ვემზადებით, ქუთაისში დაბრუნება ძალიან მახარებს. მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. სრულად ვართ კონცენტრირებული მატჩზე.

იმედი მაქვს, ახალ სეზონში გოლების ანგარიშს ამ მატჩში გავხსნი, გულშემატკივარი კი თამაშით კმაყოფილი იქნება.

- თქვა იონსენმა.

ცნობისთვის, ხვალინდელი თამაში 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი