შომუროდოვის გამარჯვების გოლით - "რომა" განმეორებით შეხვედრას უპირატესობით ხვდება » სპორტის ხაზი

შომუროდოვის გამარჯვების გოლით - "რომა" განმეორებით შეხვედრას უპირატესობით ხვდება

შომუროდოვის გამარჯვების გოლით - "რომა" განმეორებით შეხვედრას უპირატესობით ხვდება
7-03-2025, 02:32
Aa Aa
გაზიარება:

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "რომამ" შინ სტადიო ოლიმპიკოზე ბილბაოს "ატლეტიკს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში მოვლენები სწრაფად განვითარდა. ანგარიში 50-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ზუსტი დარტყმით ვილიამსმა გამოიჩინა თავი.

"რომამ" სწრაფი პასუხი გასცა — მხოლოდ 6 წუთის შემდეგ ანხელინომ შეძლო თამაშის გათანაბრება. გადამწყვეტი მომენტი კი მატჩის დამატებით დროში, 94-ე წუთზე დადგა, როდესაც შომუროდოვმა გაიტანა გამარჯვების გოლი.

განმეორებით შეხვედრას, რომელიც ერთ კვირაში შედგება, რომაელები უპირატესობით ხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი