უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა.
შეხვედრა "სამეფო გუნდის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მადრიდული დერბი სწრაფი გოლით დაიწყო — მე-4 წუთზე თავი როდრიგომ გამოიჩინა. 32-ე წუთზე, ალვარესმა გაათანაბრა, ხოლო 55-ე წუთზე ბრაჰიმმა "თეთრები" კვლავ წინ გაიყვანა.
განმეორებითი შეხვედრები ერთ კვირაში, 12 მარტს, შედგება.