UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
როგორც სტერლინგი ამბობს, ბრძოლა უნდა შედგეს, ილიას კი მეტოქის დამარცხება ნამდვილად შეუძლია.
ორ კომპონენტში, კრივსა და სისწრაფეში უპირატესობა ილიას ექნება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ფეხით დარტყმებშიც ილია არის უკეთესი. ვფიქრობ, რომ მას მახაჩევთან მოგება შეუძლია.
თავის მხრივ, ისლამსაც აქვს თავისი უპირატესობა და ეს ჭიდაობა-კონტროლის დუეტია, საბრძოლო ინტელექტის თვალსაზრისით კი, არ ვიცი თუ ვის ექნება უპირატესობა.
- თქვა სტერლინგმა.