დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ სტადიაზე მადრიდის რეალი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრაში დანაკლისი ორივე გუნდს ექნება, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდში უფრო წონადი დეფიციტია შექმნილი.
მასპინძლებს ერთბაშად ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი, დანი სებალიოსი, ედერ მილიტაო და ხესუს ვალიეხო დააკლდება, ატლეტიკოს კი კოკესა და სეზარ ასპილიკუეტას დუეტი არ ეყოლება.