ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერ ვალენსიას, სადაც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს, ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
აქამდე კლუბს პიტერ ლიმი მართავდა, რომელსაც ძალიან ბევრი კრიტიკოსი დაუგროვდა და თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა უფლებები არა ვინმე უცხოს, არამედ საკუთარ შვილს გადააბარა.
ახლა ვალენსიას კიატ ლიმი წარუძღვება, რომელიც აქამდე დირექტორთა საბჭოში მუშაობდა, ახლა კი უმთავრეს საქმიანობას ჩაიბარებს.
სხვათა შორის, გუშინ დაიწერა, რომ ვალენსიის შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი კრიშტიანუ რონალდუც იყო, თუმცა პიტერ ლიმმა და მისმა ოჯახმა ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტა.