VIDEO: ლუის ჩავესის ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმა | მექსიკის მე-2 გოლი » სპორტის ხაზი

VIDEO: ლუის ჩავესის ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმა | მექსიკის მე-2 გოლი

VIDEO: ლუის ჩავესის ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმა | მექსიკის მე-2 გოლი
1-12-2022, 01:06
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის შეხვედრები, სადაც არგენტინამ პოლონეთი, ხოლო მექსიკამ საუდის არაბეთი დაამარცხა. მიუხედავად მარტინოს გუნდის გამარჯვებისა, მათ 1/8 ფინალში კვალიფიცირება ბურთების არასახარბიელო შეფარდების გამო ვერ შეძლეს, ამიტომ ამ ჯგუფიდან საფრანგეთს ფლეიოფში პოლონეთის ნაკრები დაუპირისპირდება.

ალბათ, როგორი მტკინვეულია ჯგუფში ჩარჩენა მაშინ, როდესაც უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გოლი თითქის 35 მეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან გაგაქვს. დიახ, შესაძლოა, არგენტინის თამაშისას ლუის ჩავესის ეს ფანტასტიკური გოლი ბევრს გამოგრჩათ - იხილეთ ვიდეო

ცნობისთვის, ლუის ჩავესმა ეს შესანიშნავი გოლი შეხვედრის 52-ე წუთზე გაიტანა და მას შემდეგ, მექსიკას მესამე გოლის გასატანად ძალიან დიდი დრო ჰქონდა, თუმცა ხერარდო მარტინოს გუნდმა გოლი თავად მიიღო და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირების შანსი ხელიდან გაუშვა.

ცნობისთვის, C ჯგუფიდან ფლეიოფში მოხვედრილი გუნდები 3 და 4 დეკემბერს ითამაშებენ. შესაბამისად, არგენტინა ავსტრალიას 3 რიცხვში, ხოლო პოლონეთი საფრანგეთს 4 დეკემბერს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი