ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, "პარის სენ-ჟერმენი" ახლოს იყო სხვა შემტევის გადაბირებასთანაც, რომელიც ადემოლა ლუკმენია.
პსჟ-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ნიგერიელის აგენტმა გამართა. თითქოს ყველაფერი თანმიმდევრულად მიდიოდა, მაგრამ ტრანსფერს ვეტო ლუის ენრიკემ დაადო.
სწორედ ასე შეეძლო, "ატალანტას" ლიდერს ჯერ კიდევ ზამთარში გუნდის გამოცვლა, რომ არა ესპანელი სპეციალისტის უარი.
ახლა ლუკმენის დამატების მთავარი ფავორიტი "ლივერპულია", ასევე სხვა პრემიერლიგური კლუბებიც.