ხორვატიის ქალაქ ოსიეკში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, 1711 ქულით რეკორდიც დამყარდა.
"მარიამ აბრამიშვილმა, მარიამ მარშავამ და მარიამ ფროდიაშვილმა პირად პირველობაში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში (ცალკე გუნდური ტურნირი არ ტარდება) ასეთი მშვენიერი შედეგი აჩვენეს და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს ევროპის გუნდურ ჩათვლაში. მისასალმებელია, რომ ჩვენებმა წარმატებით შეინარჩუნეს შარშან მოპოვებული ტიტული"
"მარიამ აბრამიშვილი ახალგაზრდებში 10-მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლაში ევროპის მესამე პრიზიორი გახდა! ჩვენი მეორე ფინალისტი მარიამ მარშავა მეხუთეზე გავიდა."
"გიორგი მუმლაძემ მე-5 შედეგით დაასრულა ფინალში გამოსვლა ხორვატიაში, ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში - 174.7 ქულა.
შეგახსენებთ, რომ ის ფინალში მესამე შედეგით შევიდა - 573 ქულა."
- წერს საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია