ფულემთან მარცხის შემდეგ "მანჩესტერის" თავკაცმა, რუბენ ამორიმმა მედიასთან ისაუბრა.
"ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. შესაძლოა, ეს ჩემთან ერთად არ მოხდეს, მაგრამ კლუბის გრძელვადიანი გეგმა ასეთია.
ვერ გეტყვით, როდის მოხდება, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ.
ვიცით, რომ რთულ სიტუაციაში ვართ. არ ვამბობ, რომ წელს ჩემპიონობას შევძლებთ ან მომავალ სეზონში მთავარი ფავორიტები ვიქნებით. ყველამ ყველაფერი იცის. გულუბრყვილო არ ვარ, სწორედ ამიტომ ვარ 40 წლის ასაკში "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელი.
გვინდა, ამ გუნდი კვლავ ისეთი დიდებული გავხადოთ, როგორიც წარსულში"
"იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.