ნაპოლიმ შესაძლოა ლორენცო ინსინიე დაიბრუნოს | დეტალები » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ შესაძლოა ლორენცო ინსინიე დაიბრუნოს | დეტალები

ნაპოლიმ შესაძლოა ლორენცო ინსინიე დაიბრუნოს | დეტალები
30-11-2022, 21:07
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ლეგენდარული ფეხბურთელი, ლორენცო ინსინიე, შესაძლოა დროებით კლუბში ისევ დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას Radio Kiss Kiss Napoli ავრცელებს. საქმე ისაა, რომ MLS-ში მარტამდე სეზონი არ დაიწყება, შესაბამისად, ამ პერიოდში განმავლობაში ინსინიეს ყოფილი კლუბის დახმარება შეუძლია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, თუ ინსინიე ნაპოლიში მართლა დაბრუნდა, ლორენცო ამ დროის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი იქნება, რათა ქართველ ფეხბურთელს გადატვირთულ გრაფიკში დასვენებისა და ძალების გადანაწილების საშუალება მიეცეს. როგორც იცით, ამჟამად ხვიჩას ნაპოლიში პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს და ინსინიეს დაბრუნებაც ამ პრობლემას მოაგვარებდა.

ცნობისთვის, ლორენცო ინსინიე, დღეს ყოფილი კლუბის ბაზაზე იყო, სადაც ყოფილი თანაგუნდელები და მწვრთნელი მოინახულა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მისი სტუმრობა კლუბში დაბრუნებასთან კავშირში არ არის.







კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი