ქუთაისის ტორპედო ეროვნული ლიგის ახალ სეზონს დღეს იწყებს, მათი მეტოქე კი გაგრა იქნება (მატჩი 18:00 საათზე დაიწყება).
შეხვედრამდე მედიასთან ქუთაისელთა დამრიგებელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
გვსურს, რაც შეიძლება საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ, კარგი თამაშები ჩავატაროთ და წარმატებული სეზონი გვქონდეს. ესპანეთში ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი ჩავატარეთ. კმაყოფილი ვიყავი ამხანაგურ შეხვედრებში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით.
თუმცა, შეკრებაზე შედეგზე მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხი იყო. ტაქტიკურ ნაწილში რამდენიმე კომბინაცია დავამუშავეთ, ასევე ბურთით და უბურთოდ თამაშის ვარიანტებზე ვიმუშავეთ. მიხარია, რომ ესპანეთში გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა.
ახალ სეზონში ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის თამაში იქნება. უნდა განვითარდეს როგორც გუნდი, ასევე თითოეული ფეხბურთელი. სეზონის ბოლოს კი შედეგით ყველა ბედნიერი უნდა იყო.
- თქვა დირკ შუსტერმა.