ტორპედოს პრეზიდენტი არსენალის ყოფილ კომერციულ დირექტორს შეხვდება » სპორტის ხაზი

ტორპედოს პრეზიდენტი არსენალის ყოფილ კომერციულ დირექტორს შეხვდება

ტორპედოს პრეზიდენტი არსენალის ყოფილ კომერციულ დირექტორს შეხვდება
28-02-2025, 20:38
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედოს მოქმედმა პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლონდონის არსენალის ყოფილ კომერციულ დირექტორს შეხვდება.

თავიდან სტივ კინი რომ მოვიდა, დაბალ ადგილებზე ვიყავით და მესამეზე გაგვიყვანა, რაც კარგი შედეგი იყო. თუმცა სტივ კინმა ბევრი ისეთი მოთამაშე მოიყვანა, რომლებიც გვჭირდებოდა და სპორტულ დირექტორად დავტოვეთ. შიდა სამზარეულოდან ვიტყვი ფრაზას: მთავარი პრობლემა იყო დისციპლინა და ერთიანობა. ანუ, რეალურად, გუნდში ვერ შეიქმნა სასურველი გარემო. საბოლოოდ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ „ქირურგიული“ ჩარევა დაგვჭირდა.

ეს არ იყო მხოლოდ მწვრთნელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაადგილებები გუნდის შიგნითაც მოხდა. ახლა სტივ კინი მუშაობს ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც კომერციალიზაციის განვითარებაში გვეხმარებიან. ხვალ პირადად შემხვდება ადამიანი, რომელიც „არსენალში“ კომერციული დირექტორი იყო და კლუბში საქმიანობა მცირე ხნის წინ დაასრულა.

ის სტივ კინთან მეგობრობს და იცის, როგორ მოხდეს რესურსების დაზოგვა, ასევე ახალი რესურსების მოძიება. „ტორპედო“ ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა ქართულ კლუბს ვგულშემატკივრობ, რადგან რაც უფრო წარმატებული იქნება ლიგა, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი პროექტი. „ტორპედოს“ მიზანი კი ფეხბურთის წარმატებით რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. აქვე, ვიტყვი, რომ გადავწყვიტეთ, 20 მარტს ერევანში სომხეთის საუკეთესო გუნდს, „ნოას“ შევხდეთ და, ამავე დროს, საქართველოს ნაკრებსაც სომხეთთან ვუგულშემატკივრებთ.

- თქვა დავით კერესელიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი