სტივ კინი ქუთაისის "ტორპედოში" საკვანძო თანამდებობაზე იმუშავებს » სპორტის ხაზი

სტივ კინი ქუთაისის "ტორპედოში" საკვანძო თანამდებობაზე იმუშავებს

სტივ კინი ქუთაისის "ტორპედოში" საკვანძო თანამდებობაზე იმუშავებს
24-01-2025, 21:16
Aa Aa
გაზიარება:

სტივ კინი ახალი სეზონიდან "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად იმუშავებს.

მისი კლუბში მუშაობის გასული 20 თვის შეფასებისას კინმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და გამოწვევებით დატვირთული ეტაპი იყო მის კარიერაში. ამასთან, მას პირველ გუნდთან მუშაობის პარალელურად, ბევრი დრო არ რჩებოდა, ეზრუნა კლუბის მრავალმხრივ განვითარებაზე. დღეიდან კი მისი დრო სრულად დაეთმობა ახალ გამოწვევას და ის მზადაა, მაქსიმალურად ჩაერთოს კლუბის სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში.

მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აკადემიის ხელშეწყობა, როგორც მეთოდური სიახლეების დანერგვის, ისე ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური მიდგომების გასავითარებლად.

- ვკითხულობთ ქუთაისელთა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი