UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამადი ისლამ მახაჩევი-ილია თოფურიას პოტენციურ დაპირისპირებაზე საუბრობს.
"ილიასთან ჩხუბი მახაჩევს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს - ყველა თოფურიასთან ბრძოლას ითხოვს, მაგრამ მოგვიანებით დაწერენ, რომ ისლამი მხოლოდ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის წარმომადგენლებს ეჩხუბება.
როცა მახაჩევი ილიასაც დაამარცხებს, იტყვიან, ხომ ვამბობდით, ილია მისთვის ფიზიკურად ძალიან პატარააო - მოკლედ, ქომაგებს ძალიან უნდათ ისლამის მარცხი ნახოთ, რადგან ხალხს სიდიადე და წარმატება ეზიზღება", - განაცხადა ბელალმა.