დღეს, ჩვენი დროით 00:30-ზე კოპა დელ რეის ნახევარფინალში მადრიდის რეალი რეალ სოსიედადს უმასპინძლებს.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, კარლო ანჩელოტის გუნდს ბასკურ მეტოქესთან რამდენიმე საკვანძო მოთამაშე დააკლდება.
საუბარი ტიბო კურტუას, ფედერიკო ვალვერდეს და კილიან მბაპეს შეეხება. ჟურნალისტის თქმით, კლუბი სამივე მათგანს დასვენების და მცირე დაზიანებისგან გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, რეალის დანაკლისის სიას დანი კარვახალი, ედერ მილიტაო და ხესუს ვალიეხოც მიემატება.