მადრიდის რეალს თასის ნახევარფინალში ფედე ვალვერდე არ ეყოლება » სპორტის ხაზი

მადრიდის რეალს თასის ნახევარფინალში ფედე ვალვერდე არ ეყოლება

მადრიდის რეალს თასის ნახევარფინალში ფედე ვალვერდე არ ეყოლება
25-02-2025, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩვენი დროით 00:30-ზე მადრიდის რეალი კოპა დელ რეის ნახევარფინალურ სტადიაზე რეალ სოსიედადს უმასპინძლებს, სადაც სამეფო კლუბს მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდება.

საქმე ფედერიკო ვალვერდეს და მის ხანგრძლივ დაზიანებას ეხება, რომელიც ცნობილი სულ ახლახანს გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ურუგვაელ ფეხბურთელს ბარძაყის არეში დაზიანება უკვე რამდენიმე კვირაა აწუხებს და მანჩესტერ სიტისთან ისედაც ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშა, ახლა კი რეალს აღარ სურს, რომ მისი ჯანმრთელობით გარისკოს და ფეხბურთელს დასვენების საშუალებას მისცემს.

ფედე ვალვერდე რეალში შესანიშნავ სეზონს ატარებს და კლუბის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა. მას ყველა ტურნირზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი