6 მარტს, ღამით, ბილბაოს ატლეტიკი კოპა დელ რეის ფინალში მალიორკას დაუპირისპირდა. შეხვედრა მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე მეტად დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის ძირითადი დროის ფრედ, 1:1 დასრულების შემდეგ, ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, ბასკთა ოთხი პენალტი რაულ გარსიამ, იკერ მუნიაინმა, მიკელ ვესგამ და ალექს ბერენგერმა შეასრულეს.
ხოლო მალიორკელ მორლანესს აგირეზაბალამ მოუხსნა, რადონიჩისგან კი ძალიან ცუდი პენალტი ვიხილეთ, მან ბურთი კარს ააცილა.
ბილბაოს ატლეტიკი კოპა დელ რეის გამარჯვებულია ბასკურმა კლუბმა ეს ტიტული ისტორიაში 24-ედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ესპანეთში მეორე პოზიციას იკავებს.
40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ატლეტიკმა ეს ტიტული ბოლოს მოიგო.