რას ამბობს არნე სლოტი სალაჰის კონტრაქტის განახლებაზე » სპორტის ხაზი

რას ამბობს არნე სლოტი სალაჰის კონტრაქტის განახლებაზე

რას ამბობს არნე სლოტი სალაჰის კონტრაქტის განახლებაზე
25-02-2025, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

მოჰამედ სალაჰს ლივერპულში საუცხოო სეზონი აქვს და როგორც ვარაუდობენ, ეგვიპტელი 2025 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით კვლავ არაფერი ისმის მისი კონტრაქტის განახლების თემაზე, რის შესახებაც კომენტარი არნე სლოტმა გააკეთა.

რაც უფრო კარგად თამაშობს მო, მით უფრო ძვირი ხდება. სალაჰს ასე კარგად რომ არ ეთამაშა, შესაძლოა, გვეფიქრა კიდეც იმაზე თუ რამდენად უნდა გაგვეგრძელებინა მასთან კონტრაქტი, ახლა კი იმედი მაქვს, რომ ის ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

- ამბობს ლივერპულის მწვრთნელი.

მოჰამედ სალაჰს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე ლივერპულის მაისურით 30 გოლი და 21 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი