"ტოტენჰემ ჰოტსპურის" სამხრეთ კორეელმა შემტევმა, რომელიც კლუბში 2015 წლიდან ასპარეზობს, შესაძლოა ლონდონელები დატოვოს.
სონზე ინტერესი უკვე გამოხატეს საუდის არაბეთის კლუბებმა, "ალ-იტიჰადმა" და "ალ-ჰილალმა".
ინგლისში გამოცდილი აზიელის გასასხვისებლად მზად არიან და მთავარი ფავორიტი, მის ჩასანაცვლებლად "კრისტალ პალასის" 26 წლის შემტევი, ებერეჩი ეზეა.
მიმდინარე სეზონში 32 წლის სონმა ყველა ტურნირზე 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.