ლონდონის "ტოტენჰემმა" და მისმა კორეელმა ნახევარმცველმა ჰეონ-მინ სონმა თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
ახალი ხელშეკრულება გუნდის 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
კორეელი "ტოტენჰემში" 2015 წლიდან თამაშობს.
ამ სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.