„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გუარდიოლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის შემცვლელად ბელგიელ შარლ დე კეტელარეს მიიჩნევს, რომლის კლუბთან კონტრაქტიც 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
კეტელარე ამჟამინდელ კლუბში 2023 წლის აგვისტოდან თამაშობს და მის აქტივში, მიმდინარე სეზონში, 37 შეხვედრაში გატანილი 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
33 წლის დე ბრუინს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მაღალია ალბათობა, რომ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
დე კეტელარეს გარდა, "ქალაქელების" ინტერესის სფეროში "ლევერკუზენის" შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ვირციცაა.
ინგლისური კლუბი ორივე ვარიანტს დე ბრუინის გრძელვადიან შემცვლელად განიხილავს.
ვარაუდობენ, რომ ინგლისის მოქმედ ჩემპიონებს ტრანსფერი დაახლოებით 85 მილიონ ფუნტამდე დაუჯდებათ.