პულისიჩი 1/8 ფინალში საეჭვოა | შანსი ნიდერლანდებს? » სპორტის ხაზი

პულისიჩი 1/8 ფინალში საეჭვოა | შანსი ნიდერლანდებს?

პულისიჩი 1/8 ფინალში საეჭვოა | შანსი ნიდერლანდებს?
30-11-2022, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მორიგი შეხვედრა ირანის წინააღმდეგ გამართა, სადაც გრეგ ბერჰალტერის გუნდმა 1:0 მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში კვალიფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი აშშ-ის გამორჩეულმა ფეხბურთელმა და უპირობო ლიდერმა კრისტიან პულისიჩმა სერჟინიო დესტის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა, რასაც მისი დაზიანება და მინდვრიდან გაყვანაც მოჰყვა.

ცხადია, აშშ-სთვის პულისიჩი დიდი ძალაა და მათთვის უმნიშვნელოვანესი იქნება კრისტიანის სწრაფი დაბრუნება. როგორც დაიწერა, ლონდონის ჩელსის ფეხბურთელს მენჯის დაჟეჟილობა აქვს, რის გამოც პულისიჩი ყოველდღიურ დაკვირვებასა და გამოკვლევებს საჭიროებს. ამდენად, ჯერჯერობით რთულია დაზუსტებით საუბარი იმაზე, შეძლებს თუ არა კრისტიანი მუნდიალის ფლეიოფში თამაშს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ლუის ვან გაალის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა შაბათს, 3 დეკემბრის 19:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი