საგანგებო მუქარა ირანის ფეხბურთელებს | დეტალები » სპორტის ხაზი

საგანგებო მუქარა ირანის ფეხბურთელებს | დეტალები

საგანგებო მუქარა ირანის ფეხბურთელებს | დეტალები
29-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, დღეს, 23:00 საათზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც ერთმანეთში მუნდიალის B ჯგუფის გუნდები ითამაშებენ, აქედან ერთ-ერთი კი ირანისა და აშშ-ის მატჩი იქნება.

უკვე ყველასთვის ნაცნობია, თუ როგორი შიდა პრობლემების ფონზე უწევს ირანის ნაკრებს თამაში. რამდენიმე თვის წინ, მათ ქვეყანაში ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიცოცხლე ადგილობრივი პოლიციის არაადამიანურ მოპყრობას შეეწირა, რის გამოც ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. სწორედ ამიტომ, მუნდიალის პირველ ტურში, როდესაც ირანი ინგლისს ხვდებოდა, ირანელებმა ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, რათა პროტესტი თავადაც გამოეხატათ.

ცხადია, ირანელი ფეხბურთელების საქციელი უყურადღებოდ ირანში ვერ დარჩებოდა და სწორედ ამ თემის შესახებ, რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ ირანის ხელისუფლება ირანელ ფეხბურთელებს ოჯახის წევრების დაპატიმრებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი აშშ-სთან მატჩის წინ "არასათანადოდ მოიქცევიან".

ამდენად, გარდა იმისა, რომ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრას სატურნირო თუ პოლიტიკური ფონის გამო არ დაძაბულობა აკლია, დამატებით ინტრიგა იქნება ის, თუ როგორ მოიქცევიან ირანელი მოთამაშეები აშშ-სთან მატჩის დროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი