სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ინგლისისა და ირანის ნაკრებთა დაპირისპირება, სადაც ინგლისმა ჩვეულებრივ, ხოლო ირანმა ეროვნული ჰიმნი არასტანდარტულად შეასრულა.
საქმე ისაა, რომ ირანელები ჰიმნს მხოლოდ და მხოლოდ უსმენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქვეყნის ჰიმნში ვერბალურ ნაწილსაც ვხვდებით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებისთვის ირანის მთავრობისგან ირანელმა ფეხბურთელებმა გაფრთხილება მატჩამდე მიიღეს, თუმცა როგორც ჩანს, ნაკრებისთვის პრიორიტეტი პროტესტი და ირანში არსებული სიტუაციისთვის განდგომაა და არა ხელისუფლების მორჩილება.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ირანში ახალგაზრდა ქალი ირანის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა, რის შემდეგაც დაკავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ კი მაჰსა ამინი გარდაიცვალა.