"ინდივიდუალურად ყველაზე კარგი სეზონი იუნაიტედში მქონდა" - კაზემიროს მოულოდნელი კომენტარი » სპორტის ხაზი

"ინდივიდუალურად ყველაზე კარგი სეზონი იუნაიტედში მქონდა" - კაზემიროს მოულოდნელი კომენტარი

"ინდივიდუალურად ყველაზე კარგი სეზონი იუნაიტედში მქონდა" - კაზემიროს მოულოდნელი კომენტარი
18-02-2025, 14:27
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა კაზემირომ კარიერაში საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი დაასახელა.

"ინდივიდუალურად, ჩემი, როგორც ფეხბურთელის საუკეთესო სეზონი მანჩესტერ იუნაიტედში გადმოსვლის პირველი სეზონი იყო.

როცა ამას ვამბობ, არ ვგულისხმობ ტიტულების მხრივ... რეალთან მოგებული ჩემპიონთა ლიგა სასწაულია, მაგრამ როგორც მოთამაშე, ვფიქრობ, ოლდ ტრაფორდმა ნახა კაზემიროს საუკეთესო ვერსია პირველ წელს
", - განაცხადა 32 წლის შუახაზელმა.

ცნობისთვის, კაზემირომ კარიერის დიდი ნაწილი რეალ მადრიდში გაატარა, სადაც 336 მატჩში თავი 31 გოლითა და 29 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

ცოდო ხარ 🤣🤣🤣

18 თებერვალი 2025 15:42
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი