ბრაზილიელი ვინგერი ენტონი ნელ-ნელა სასურველ ფორმას უბრუნდება, რაზეც თავად ფეხბურთელმაც ისაუბრა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ ბეტისში, დანარჩენი ყველაფერი კი ბუნებრივად ხდება.
აქ შემიძლია ის ფეხბურთი ვაჩვენო, რამაც ევროპაში მომიყვანა", - განაცხადა ენტონიმ.
ცნობისთვის, ბეტისში იჯარის წესით გადასვლის შემდეგ, 24 წლის ენტონიმ ესპანური გუნდის მაისურით 4 მატჩი ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.