შერმადინის 18 ქულა | ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო » სპორტის ხაზი

შერმადინის 18 ქულა | ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო

შერმადინის 18 ქულა | ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო
30-11-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური ტენერიფე, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი შერმადინია, შიდაჩემპიონატთან ერთად ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაშიც ლიდერია. ტენერიფელებმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ისრაელის ბნეი ჰერცელიას უმასპინძლეს, მეტოქე იოლად დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ. მატჩი, რომლის MVP-ის ტიტულამდე შერმადინს მცირედი დააკლდა, ტენერიფელებმა 20 ქულის სხვაობით – 83:63 მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 9 პასი წაამატა და შეხვედრის MVP-ც გახდა. ისიც სათქმელია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით (34:14) მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.

4 ტურის შემდეგ ტენერიფეს 3 მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველია. ეს ერთადერთი მარცხი შერმადინის გუნდმა საბერძნეთში, პერისტერისთან განიცადა და მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, სწორედ მას მასპინძლობს და რევანშის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს.

ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გვერდზე, gbf.ge-ზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი