"ლივერპულმა ქართველი მეკარე ამის გამო დაიმატა" - ინგლისის ნაკრების ვეტერანი მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"ლივერპულმა ქართველი მეკარე ამის გამო დაიმატა" - ინგლისის ნაკრების ვეტერანი მამარდაშვილზე

"ლივერპულმა ქართველი მეკარე ამის გამო დაიმატა" - ინგლისის ნაკრების ვეტერანი მამარდაშვილზე
17-02-2025, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ნაკრების ვეტერანი მეკარე პოლ რობინსონს სთხოვეს კომენტარი გიორგი მამარდაშვილსა და "ლივერპულზე", რაზეც შემდეგი პასუხი გასცა:

"თუ ჰაუ ("ნიუკასლის" თავკაცი) თვლის, რომ კელეჰერი პოუპზე უკეთესი მეკარეა, დიახ, ის მათთვის ჩინებული არჩევანია, მაგრამ არის კი ის იმ მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი, რომელიც მწვრთნელებს აქვთ? შეუძლია გუნდს ზურგსუკნიდან დაეხმაროს? ეს ის კომპონენტია, რომელშიც მას მამარდაშვილი სჯობს და რის გამოც "ლივერპულმა" ქართველი მეკარე დაიმატა: გუნდისთვის ზურგის გამაგრება და ფეხით თამაში"

- ამბობს პოლ რობინსონი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "მერსისაიდელებს" ზაფხულში შეუერთდება, ამჟამად კი "ღამურებში" იჯარის წესით ასპარეზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი