როგორც მანჩესტერ იუნაიტედის ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო ამბობს, ის ინგლისურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლა არ სურს.
მანჩესტერ იუნაიტედს პატივს ვცემ და მე მათი ძალიან მადლიერი ვარ. ამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევრით მაკავშირებს და მინდა, რომ ის ბოლომდე მივიყვანო.
აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ასევეა ჩემი ოჯახიც. ჩვენ აქაურობას ალღო კარგად ავუღეთ და უკვე ინგლისურადაც ვსაუბრობთ.
- თქვა კაზემირომ.