როგორც იცით, ნაპოლისთან განაწყენებულმა ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონი გალათასარაიში თამაშით დაიწყო, სადაც ის იჯარით იმყოფება.
ნიგერიელ ფეხბურთელს იტალიურ კლუბში დაბრუნება აღარ სურს და მისი მიზანი ისაა, რომ სრულფასოვანი ტრანსფერით რომელიმე ტოპ კლუბში გადავიდეს.
Sport Digitale-ს ინფორმაციით, აფრიკელი ფორვარდით მანჩესტერ იუნაიტედი და პარი სენ-ჟერმენი არიან დაინტერესებული.
ნაპოლი ვიქტორის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს და ამდენის გადახდაზე თანხმობას ორივე კლუბი აცხადებს.