ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ლიონელ მესის კომენტარს ავრცელებს, რომელიც მან ბარსელონაში გატარებულ პერიოდზე გააკეთა.
თუ ბარსელონას მაისური გაცვია, მაშინ არასდროს უნდა დასჯერდე მეორე ადგილზე ყოფნას, რადგან იქ ყოფნა მსოფლიოს უდიდესი კლუბის მონაწილედ გაქცევს.
მოგებას რომც ვერ ახერხებდე, საბოლოო ტიტულისთვის მაინც ბოლომდე უნდა იხარჯებოდე.
- თქვა მესიმ.
ბარსელონას ახლა საქმეები მშვენივრად მისდის. თუ დღეს გუნდი ვალეკანოს დაამარცხებს, ლა ლიგაში პირველ ადგილზეც გადავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ბარსა უკვე 1/8 ფინალშია და საკუთარ მეტოქეს უცდის.