კრიზისში მყოფმა მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ანჟ პოსტეკოგლუს ტოტენჰემთან გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 1:0 წააგო.
მნიშვნელოვანი თამაშის წაგების შემდეგ მედიაში მანჩესტერელთა დამრიგებლის, რუბენ ამორიმის კომენტარი გავრცელდა.
ახლა ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს და აქ მუშაობა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩემი იდეების და რწმენის მიმართ მაინც ერთგული ვრჩები.
- თქვა ამორიმმა.
იუნაიტედის დამარცხებით ტოტენჰემი მიმდინარე ცხრილში მე-12 ადგილს 30 ქულით იკავებს, მანჩესტერი კი 29 ქულით მე-15 ადგილზეა.