საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე სეზონის შუაში კარლსრუედან ბუნდესლიგის გუნდ ჰაიდენჰაიმში გადავიდა და უკვე 8 შეხვედრა ჩაატარა.
30 წლის ფორვარდს ამ დრომდე მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, გოლი კი ჯერაც არ გაუტანია, არადა ჰაიდენჰაიმმა ბუდუ სწორედ ამ მოტივით იყიდა.
აი, რას წერენ ქართველის შესახებ ჰაიდენჰაიმის ფანები სოც.ქსელებში:
"ერთი კაცის მოყვანა არაფერს შეცვლის და დიდი მოლოდინები ისედაც არ მქონია"
"მეორე ლიგაში და პირველ ლიგაში თამაში ერთი და იგივე არაა, რაც მის მაგალითზეც გამოჩნდა"
"ბევრი ვერაფერი მოგვცა, არადა ველოდი, რომ აქამდე რამდენიმე გოლი უკვე ექნებოდა გატანილი"
"ისეთი აჟიოტაჟით მოიყვანეს, რომ ახლა საერთოდ ვერაფერს აკეთებს"
"გარკვეული ნიუანსები შეცვალა შეტევაში, თუმცა გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობს"
"მისგან უფრო მეტს ველოდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა როგორც მისგან, ასევე მთელი გუნდისგან", - წერენ ფანები.