რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის ტორპედომ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მოთამაშე ფრანგული ლილიდან დაიმატეს.
19 წლის ფრანგი ნახევარმცველი კისლეი ზიტა ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ზიტა „ტორპედომ“ „ლილიდან“ გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიხედვით, შემდეგი ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება.
„ტორპედოს“ ახალწვეული სწორედ „ლილის“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ეს უკანასკნელი ყველა ასაკობრივის გამორჩეული ლიდერიც გახლდათ.
- წერს ტორპედო.
ცნობისთვის, ზიტამ ქუთაისურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.