"დვალიშვილს დააჩოქებს" - სეხუდომ ქართველს ახალი მეტოქე მოუნახა » სპორტის ხაზი

"დვალიშვილს დააჩოქებს" - სეხუდომ ქართველს ახალი მეტოქე მოუნახა

"დვალიშვილს დააჩოქებს" - სეხუდომ ქართველს ახალი მეტოქე მოუნახა
16-02-2025, 20:21
Aa Aa
გაზიარება:

ჰენრი სეხუდომ, რომელიც მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო გზაზე უკვე დამარცხებული ჰყავს, ქართველ მებრძოლს ახალი მეტოქე შეურჩია.

ვისაც მერაბ დვალიშვილის დაჩოქება ნამდვილად შეუძლია, ეს კორი სენდჰეგენია, რომელსაც მომაკვდინებელი მუხლი აქვს და ეს ნანახი უკვე გვაქვს კიდეც.

დვალიშვილისა და სენდჰეგენის ბრძოლას აზრი ნამდვილად ექნება, რადგან მუხლთან ერთად კორის არსენალში კიდევ არაერთი იარაღია, რაც ქართველს ცხოვრებას გაურთულებს.

- თქვა სეხუდომ.

კორი სენდჰეგენმა ბოლო ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან გამართა და მარცხი განიცადა, სწორედ იმ უმართან, რომელიც ბრძოლამდე იმუქრებოდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ საჩემპიონო ქამარი კვლავ დვალიშვილს დარჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი