ბოლო პერიოდში გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის სპორტინგს აქტიურად უკავშირებენ და როგორც იწერება, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახანს გავრცელდა ლევანტეს სპორტული დირექტორის, ფელიპე მინაბრესის კომენტარი, რომლის თქმითაც ესპანელები პორტუგალიელებს ქოჩორას სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს სთხოვენ.
სხვათა შორის, მინაბრესის თქმით, კლუბმა ქართველის გაყიდვა ჯერ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სცადა, თუმცა ტრანსფერი მაშინ ვერ შედგა.
გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონის ლა ლიგა 2-ში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.