UFC-ის ინგლისელი მებრძოლი, პედი პიმბლეტი აცხადებს, რომ ამჟამად ილია თოფურია მეორე ქამრისთვის ბრძოლას არ იმსახურებს.
"ილია თოფურია არ არის ისეთი დიდი ვარსკვლავი, როგორიც კონორ მაკგრეგორი იყო - ვფიქრობ, რომ ის ისლამ მახაჩევთან ბრძოლას ვერ მიიღებს, რადგან ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა და ამას არ იმსახურერბს", - განაცხადა პიმბლეტმა.
ცნობისთვის, პედის და ილიას წარსულში უთანხმოება ჰქონდათ, მაგრამ საქმე ოქტაგონამდე არ მისულა.