"ბარსელონა ესპანეთში საუკეთესო გუნდია" - დიეგო სიმეონე » სპორტის ხაზი

"ბარსელონა ესპანეთში საუკეთესო გუნდია" - დიეგო სიმეონე

"ბარსელონა ესპანეთში საუკეთესო გუნდია" - დიეგო სიმეონე
9-02-2025, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

ატლეტიკო მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ესპანეთის საუკეთესო გუნდი ბარსელონაა.

"კვლავ ვამტკიცებ, რომ ბარსელონა ლა ლიგის საუკეთესო გუნდია.

ისინი ძალიან კარგად უტევენ, მათ ფეხბურთელებს წარმოუდგენელი სისწრაფეები აქვთ და გუნდურად ძალიან მაგრად თამაშობენ
", - განაცხადა სიმეონემ.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ ლა ლიგას 50 ქულით რეალ მადრიდი ლიდერობს, რომელსაც 49 ქულით ატლეტიკო მადრიდი მოჰყვება, ხოლო ბარსელონა 45 ქულით მე-3 პოზიციაზეა, მაგრამ ჰანს ფლიკის გუნდს მეტოქეებზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი