იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჩირო ფერერამ მილანსა და ნაპოლის შორის მოახლოებულ მატჩზე Lega Serie A-თან ისაუბრა. ინტერვიუს დროს იტალიელის სასაუბრო თემა ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც იყო.
"ჰგავს თუ არა კვარა მარადონას? - არა, მას მარადონას ნუ ადარებთ. ხვიჩამ გამაოცა. მისი თამაშით აღვფრთოვანდი, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს. ორივე ფეხით ასევე იდეალურად თამაშობს, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა" - განაცხადა ჩირომ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურის ცენტრალური დაპირისპირება მილანსა და ნაპოლის შორის ხვალ, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.