სერია ა-ს 24-ე ტურის მორიგი მატჩი ტოსკანაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ემპოლი და მილანი დაუპირისპირდნენ. მატჩში მონაწილეობა მიიღო საბა გოგლიჩიძემაც, რომელმაც სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 28-ე წუთზე შევიდა.
ქართველი მცველის ასპარეზობა შეხვედრაში Sofascore-მ 6,6 ქულით შეაფასა.
"როსონერი" 38 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო გოგლიჩიძის გუნდს 21 ქულა აქვს და მე-17 პოზიციას იკავებს.