მონაკოსთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა ახალ გუნდში მოვიდა, მას შემდეგ რაც წინა კლუბში რამდენიმე თამაში გამოტოვა და ტრავმირებული იყო, ეს ნორმალურია.
ჩვენ მის ადაპტაციაზე არ ვნერვიულობთ, რადგან კვარაცხელია გრძელვადიანი პერსპექტივით მოვიყვანეთ", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
ცნობისთვის, პსჟ და მონაკო ერთმანეთს 7 თებერვალს დაუპირისპირდებიან.