შეთანხმება მიღწეულია - გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში ახალ კლუბში გადავა » სპორტის ხაზი

შეთანხმება მიღწეულია - გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში ახალ კლუბში გადავა

შეთანხმება მიღწეულია - გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
დღეს, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი სპორტული გამოცემა Record ირწმუნება, ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში სპორტინგში გადავა.

მათი მტკიცებით, პორტუგალიური გუნდის დირექტორმა ესპანურ გუნდთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქოჩორა სპორტინგში ზაფხულში გადავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტინგი ლევანტეს 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ბონუსის სახით კი დამატებით 1.5 მილიონი იქნება გათვალისწინებული.

გარდა მომენტალური სარგებლისა, ლევანტე ქოჩორაშვილის მომდევნო ტრანსფერიდანაც მიიღებს პროცენტს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი