რატი ანდრონიკაშვილი თად მაკფადენის თანაგუნდელი გახდება » სპორტის ხაზი

რატი ანდრონიკაშვილი თად მაკფადენის თანაგუნდელი გახდება

რატი ანდრონიკაშვილი თად მაკფადენის თანაგუნდელი გახდება
27-11-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი კალათბურთელი, კერძოდ რატი ანდრონიკაშვილი ბოლო პერიოდში უგუნდოდ იყო და მისი ხილვა მხოლოდ საქართველოს თამაშების დროს შეგვეძლო.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რატი ანდრონიკაშვილმა ახალი კლუბი მოძებნა და ახლა უკვე მისი საკალათბურთო კარიერა საკლუბო ასპარეზზეც დაიტვირთება.

როგორც დაიწერა, ანდრონიკაშვილის ახალი გუნდი ესპანური მურსია იქნება. ცნობისთვის ეს ის გუნდია, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი, კერძოდ თად მაკფადენი თამაშობს.

თავად მურსიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ 21 წლის ქართველმა ესპანეთის უნივერსიტეტის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ მურსია მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ვიტორიაში, ბასკონიასთან ითამაშებს და ანდრონიკაშვილის დებიუტიც შესაძლოა ამ დღეს ვიხილოთ.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი