გიორგი მიქაუტაძის "ლიონის" მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა, კლუბის ფრანგი თავკაცი, პიერ საჟი თანამდებობიდან დაითხოვა.
საჟი კლუბში 2023 წლის დეკემბერში მივიდა, გუნდი ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზეა, ევროპა ლიგაზე მეხუთეზე და პლეი-ოფის საგზური თითქმის განაღდებული აქვს, მაგრამ ყველა ტურნირზე ზედიზედ ბოლო 5 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ბოლო ინფორმაციით, ლიონელთა თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი ფავორიტი, ამჟამად, პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკაა, რომელიც ბოლოს "მილანს" წვრთნიდა, სადაც გასული წლის მიწურულიდან აღარ მუშაობს.