ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა კომენტარი გიორგი მიქაუტაძის შესახებ გააკეთა.
გიორგისთან დაკავშირებით იმას ვნანობ, რომ პარი სენ-ჟერმენთან ნაადრევად შევცვალე. მას თამაშის გაგრძელება და მეტოქისთვის საფრთხის შექმნა კვლავ შეეძლო.
- პიერ საჟი.
შეგახსენებთ, რომ ლიონმა პსჟ-სთან 3:1 წააგო, ლიონელთა ერთადერთი გოლი კი სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.