მოჰამედ სალაჰმა თქვა, რომ სანამ ის და ლივერპულის გამოცდილი ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ, მათ ერთად ტიტულების მოგება ისევ უნდა შეძლონ.
წლეულს ჩემი მოტივაცია არის ტიტულების მოგება და გამარჯვებებში დიდი როლის შეტანა, განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგაში.
გუნდში დავრჩით მე, ვირჯილი (ვან დეიკი), ტრენტი (ალექსანდერ-არნოლდი), ალისონი (ბეკერი), ჯო (გომესი) და რობო (ენდრიუ რობერტსონი), ხუთი თუ ექვსი ძველი მოთამაშე. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვიგოთ კიდევ ერთი ტიტული, სანამ ყველა წავალთ. თითქმის ყველაფრის მოგება მოვახერხეთ, მაგრამ პრემიერლიგაში მხოლოდ ერთხელ გავიმარჯვეთ. ვიმედოვნებ, მეორეჯერაც შევძლებთ ამის გაკეთებას, ეს შესანიშნავი იქნება.
- თქვა სალაჰმა.
ეგვიპტელმა ფარაონმა გუშინ იფსვიჩის კარის აღებით პრემიერ ლიგაში ტიერი ანრის შედეგი გააუმჯობესა. სალაჰის ანგარიშზე ახლა ინგლისის ლიგაში 176 გოლია.